სიახლეები

პროფესიული წარმატების ფორმულა მენეჯერებისათვის


პროფესიული წარმატების ფორმულა მოიცავს 4 შემდეგ საკითხს:
  • გამარტივება,
  • სხვა ადამიანები,
  • სისწრაფის მომატება
  • გუნდის შექმნა
იმისათვის რომ გაიმარტივოთ ცხოვრება, გაზარდოთ თქვენი შრომის ნაყოფიერება, გაზარდოთ თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქმე რომელსაც თქვენ აკეთებთ უბრალოდ გაამარტივოთ, ანუ თქვენ უნდა გაანებოთ თავი ისეთ საქმიანობას, რომლის შესრულებაზე გეხარჯებათ დიდი დრო და ენერგია, სანაცვლოდ კი მცირე შედეგს იღებთ. ასეთი საქმის კეთებისაგან თავის დანებებით თქვენ გამოგიჩნდებათ თავისუფალი დრო, რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ დასასვენებლად, ან ახალი საქმის წამოსაწყებად. არაეფექტური საქმის გასაანალიზებლად გამოიყენეთ შემდეგი მეთოდი-”აზროვნება ნულოვანი ზღვრიდან”. ამისათვის უნდა დაუსვათ თქვენ თავს შეკითხვა მე რომ მცოდნოდა ყველაფერი ის რაც ვიცი ამჟამად დავიწყებდი კი ამ საქმის გაკეთებას. ამ კითხვაზე პასუხი მიგახვედრებთ თუ რომელ საქმეს უნდა დაანებოთ თავი, ან მიხვდებით თუ ვისთან ჯობია ურთიერთობის შეწყვეტა, ან რაზე აღარ უნდა დახარჯოთ ფული და ა.შ
გამოიყენეთ სხვა ადამიანების რესურსი იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, არსებობს შვიდი ძირითადი საკითხი, რომელშიც თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ (დაიხმაროთ) სხვა ადამიანები:
  1. სხვა ადამიანების მიღებული ცოდნა/ განათლება
  2. გარშემომყოფების ენერგია
  3. სხვა ადამიანების  ფული
  4. სხვა ადამიანების  წარმატება
  5. სხვა ადამიანების  წარუმატებლობა
  6. სხვა ადამიანების  იდეები
  7. სხვა ადამიანების  კონტაქტები
გაზარდეთ სისწრაფე, თანამდეროვე საზოგადოებაში შეიმჩნევა წარმოუდგენელი მოთხოვნილება სიჩქარეზე. ყველა ცდილობს, რომ მიიღოს ყველაფერი “გუშინ” მაგრამ მხოლოდ “დღეს” ხვდებიან რეალურად რა უნდათ.  მას ვისაც შეუძლია საქმეების გაკეთება სწრაფად და ბუნებრივად ხარისხიანად მალე გახდება დაფასებული. ყოველთვის ეძიეთ გზებს თუ როგორ შეიძლება სწრაფად გააკეთოთ კლიენტების, უფროსების და მნიშვნელოვანი ხალხის დავალებები.
გუნდის შექმნა. ეს არის მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისება. მან უნდა მოიყვანოს ძლიერი თანამშრომლები, რომლებიც ერთმანეთს შეავსებენ, რომლებიც იქნებიან საკუთარი მიმართულების პროფესიონალები. კარგი მენეჯერი არეგულირებს სხვადასხვა ადამიანების მუშაობას, ამ დროს გუნდის ჯამური შედეგები გაცილებით უფრო მაღალი იქნება ვიდრე თითოეული გუნდის წევრის ცალ-ცალკე აღებული შედეგების ჯამი, ეფექტური მენეჯერი ქმნის ისეთ გარემოს ორგანიზაციაში, რომ ნებისმიერ თანამშრომელს ეძლევა საშუალება გამოიჩინოს თავი დასახული მიზნების შესრულებისას. კარგი გუნდის შეკვრა და მათთვის  დახმარების გაწევა უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულების ეტაპზე არის ეფექტურ მენეჯერის უმთავრესი თვისება, და ის გრძელვადიანი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.
  • Facebook-ის კომენტარები
Top